- Advertisement -

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია მზად არის როგორც ექიმი ჩაერთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში

ამის შესახებ განცხადება ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

„ჯანდაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში მმართველი რგოლი აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვინაიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ყველა ეტაპზე, მაღალია რადიოლოგიური კვლევების წილი. როგორც ექიმ რადიოლოგი, მზად ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ნებისმიერი ფორმით და დროით, დამატებითი პირობების გარეშე ჩავერთო პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დავეხმარო პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის წამომადგენლებს სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად ექნებათ.“ – განაცხადა შენგელიამ.

Comments
Loading...