- Advertisement -

ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-პოსტების აღება დღეიდან იწყება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-პოსტების აღება დღეიდან იწყება.

როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სადაც დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, იქ ბლოკ-პოსტები 22 მაისამდე იქნება.

“სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ.

რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელებთან, დღეიდან უკვე დავიწყებთ მათ აღებას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.

საკოორცინაციო საბჭოს გადაწყვეტილები, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება.

Comments
Loading...