- Advertisement -

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი ექვსმა გამოჯანმრთელებულმა ორსულმა დატოვა

5 მელოგინე კლინიკიდან ჩვილებთან ერთად გაეწერა.

 

ამ დროისთვის კოვიდცენტრში 20 ორსული, მელოგინე და 4 ჩვილი რჩება. ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნაწილის საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენი კოვიდცენტრი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, რომელიც კოვიდდადებით ორსულებსა და მელოგინეებს იღებს. მომართვიანობაც შესაბამისად მაღალია. პაციენტები გვყავს როგორც აჭარიდან, ისე იმერეთიდან. ჩვენს კოვიდცენტრში 20 ახალშობილი დაიბადა, მათ შორის ორი ტყუპი. 26 პაციენტიდან 6 სახლებში გამოჯანმრთელებული გაეწერა. ველოდებით ბათუმიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოყვანილი პაციენტის ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგს. ქალბატონს ჩვენთან ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდება, დედა და ახალშობილი კლინიკას დატოვებენ“, – ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

Comments
Loading...