ქუთაისში მახვილაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 18 მაისი, 2020 5 ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრეები. „ საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული გზები. ქუთაისში , ამ ეტაპზე, ერთდროულად მიმდინარეობს გზების შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში. სამუშაოები რეკომენდაციების დაცვით ტარდება. “- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მახვილაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 911000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს და ორ კვირაში დასრულდება. ქუთაისი