- Advertisement -

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული აგრარული ბაზრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ მცირე აგრარული ბაზარი დაიხურა და იქ დასაქმებულმა 20-მდე ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. ისინი ბაზრის ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვენ.

ბაზრის ადმინისტრატორის განმარტებით კი, ადგილზე განთავსებულმა აგრარულმა ბაზარმა კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა რასაც მისი დახურვა მოყვა. ამ დრომდე უცნობია გაიხსნება თუა არა მოვაჭრეებისთვის ტერიტორია.

Comments
Loading...