- Advertisement -

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ,,სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

12 მაისს, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინურ გაერთიანებაში ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდათ მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს.

,,მინდა ყველას მოვუწოდო
რომ, გაიკეთონ ვაქცინა, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და ინფიცირების საფრთხე გარშემომყოფებსაც არ შევუქმნათ. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა“ – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

Comments
Loading...