საჩხერის სამედიცინო ცენტრში Covid19-ის დადასტურებული დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს რეგიონებიტოპ სიახლე დამატების თარიღი 19 მაისი, 2020 7 როგორც ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის მკვიდრია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. “პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია. ის თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა, შესაბამისად მასთან სხვა პირები ახლო კონტაქტში არ იყვნენ”, – აცხადებს ქამუშაძე. სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის სიმპტომებით ასევე მიმართა ორმა პაციენტმა, მათ Covid19 არ დაუდასტურდათ. კორონასაჩხერე