- Advertisement -

საკურორტო სოფელ მუხურში ,,Mukhuri Resort” ორ ევროპული სტილის სასტუმროს აშენებს

საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია ,,Mukhuri Resort” ევროპული სტილის, ორ 30-30 ნომრიან სასტუმროს აშენებს.

პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობზე ჩასასვლელი გვირაბია აქვს არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, სასტუმროს დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს „ლაკადა გრუპი“ ასრულებს.

ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა, სამშენებლო სამუშაოებში დგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Comments
Loading...