სამტრედიაში 16 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა რეგიონები დამატების თარიღი 12 მაისი, 2020 12 იმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში 16-მდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამჯერად, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელმა თენგო ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ თამარ მეფის და კ.კაკაბაძის ქუჩებზე სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,კა” და ,,ჯორჯიან-კომპანი” ასრულებს. სამტრედია