- Advertisement -

სამტრედიაში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული ბაზრების ადმინისტრაციას, სამართალდამცველი, საგადასახადოს და სურსათის უვნებლობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, ქალაქ სამტრედიის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

აკრძალვითი ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება.

სამტრედიის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში, შეღავათიან, მათთვის მაქსიმალურად სასურველ პირობებში სთავაზობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მერიის ჩართულობით გარე-ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები სისტემატიურად ხორციელდება.

Comments
Loading...