- Advertisement -

სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდა

ფიროსმანის გზის რეაბილიტაცია, 2020 წლის პროექტთა შორის ერთ – ერთია, რომლის რეაბილიტაციაც, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განახლდა მუნიციპალიტეტში.

ფიროსმანის ქუჩაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დღის ბოლომდე დასრულდება.

აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან თენგო ცაგურიასთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილიბრივებს კორონავირუსთან დაკავშირებით დადგენილი წესების მაქსიმალური გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

Comments
Loading...