- Advertisement -

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა-სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით,მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა-სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზურა გოგიასთან ერთად, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვირის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები და ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყაზბეგის, ჯიქთ-უბნის და ეზოს-ხატის მიმართულებით ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,საგზაო” და ,,არქეოპოლისი” ასრულებენ.

Comments
Loading...