- Advertisement -

საოკუპაციო რეჟიმს საბერიო-ფახულანის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განუახლებია

საოკუპაციო რეჟიმს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საბერიო-ფახულანის ე.წ.ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განუახლებია, თუმცა ადგილზე რჩება ხის ბოძები, რომლებიც მიიტანეს.

ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფ. ფახულანისა და სოფ. საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა ხდება და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა.

სუსის ინფორმაციიტ, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.უწყების ცნობით,
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

Comments
Loading...