- Advertisement -

სენაკში, აზიური ფაროსანას გავრცელების კერებში ლოკალური ღონისძიებები მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტო, ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს.

ამ წუთებში, სპეციალური ტექნიკა კონკრეტულ ლოკაციებზე, მავნებლის გავრცელების კერებში,მუშაობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები – ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მერის წარმომაგენელი ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურია ღებულობას.

Comments
Loading...