შუქრი ნაკაშიძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს პირადი კოლექციიდან სამუზეუმო ექსპონატები გადასცა რეგიონები დამატების თარიღი 18 მაისი, 2022 14 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქემ შუქრი ნაკაშიძემ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს პირადი კოლექციიდან სამუზეუმო ექსპონატები გადასცა. შუქრი ნაკაშიძეს ბაღდათში საოჯახო ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმი აქვს. ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მალე ვარციხეში ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის შენობაში განთავსდება. დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მოადგილეებთან, დეპუტატებთან, მერიის კულტურის სამსახურის და ა.ა.ი.პ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შუქრი ნაკაშიძის ექსპონატები დაათვალიერა. ბაღდათი