- Advertisement -

სტიქიამ პრობლემები შექმნა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და სოფლების შიდა საუბნო გზები.

სტიქიის შედეგად სოფელ ლაფანყურის გზაზე ხეც წაიქცა, მოძრაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო, თუმცა სამაშველო სამსახურებმა გზა დროულად გაწმინდეს, ელექტროენერგია კი ამ დრომდე არ მიეწოდება სოფლის ნაწილს.

Comments
Loading...