- Advertisement -

სტიქიის შედეგად ლენტეხში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

გადაუღებელი წვიმის შედეგად წაღებულია ლენტეხი – ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი 100 გრძივი მეტრი, რის გამოც მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა.

ასევე წალეკილია გზა სოფ.დურაშის და საყდარის მიმართულებით. მდ. ჩოლშურას ადიდების გამო, წაღებულია დურაშთან დამაკავშირებელი ხიდი. წაღებულია სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზაც. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

Comments
Loading...