- Advertisement -

სტიქიმ ზუგდიდში პრობლემები შექმნა – მერიის სამსახურები ადგილზე მუშაობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს უხვი ნალექის შედეგად გარკვეული სახის ზიანი მიადგა.

ძლიერი წვიმის გამო ჭითაწყარში,ცაისში, ცაცხვსა და ჭკადუაშში გზები ჩამოირეცხა და ზოგან საკარმიდამო ეზოები დაიტბორა. ცაცხვი -ცაიშის საავტომობილო გზაზე ღელეს ადიდებით გამოწვეული გადაადგილების შეფერხება ამ დროისთვის მოგვარებულია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს და ადგილზე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აბონენტების მცირე ნაწილს, რომელთაც ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ დღის ბოლომდე აღუდგებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო – პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

Comments
Loading...