- Advertisement -

თამაზ ნავერიანმა 500 ოჯახს საჩუქრად სურსათი გადასცა

შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მარნეულში მოსახლეობის სურსათითა და სხვა საჭირო ნივთებით დახმარება გრძელდება.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა საკუთარი სახსრებით, 500 ოჯახს საჩუქრად სურსათი გადასცა.
დეპუტატისგან სასურსათო პაკეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადსხვა კატეგორიის ოჯახები მიიღებენ. სურსათის გადაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსლან გაჯიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...