თელავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მზგავრობის ღირებულება გაძვირდა რეგიონებისაზოგადოება დამატების თარიღი 8 ივნისი, 2020 3 თელავიდან თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით მზგავრობის ღირებულებამ მოიმატა. თელავის ავტოსადგურ”როკში” აცხადებენ, რომ დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილების ფასი 8 ლარი გახდა. “ბაზარზე ძალიან გაძვირდა ავტომობილების ნაწილები, რის გამოც თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასმაც მხოლოდ 1 ლარით მოიმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ გზარობისას მძღოლი და ყველა მგზავრი უნდა ატარებდეს პირბადეს. როდესაც მძღოლები დღის ბოლოს რეისს მორჩებიან, ყველა სამარშრუტო ტაქსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”, – განაცხადა ,,როკის,, დირექტორმა, მალხაზ ნაცვლიშვილმა. ცნობისათვის, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. თბილისითელავი