- Advertisement -

თელავში, ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის ქალი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, თბილისის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Comments
Loading...