- Advertisement -

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან ერთად ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

ლაშა გოგიაშვილმა სოფლის ცენტრი დაათვალიერა, რომელსაც გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, ძევრში მერის წარმომადგენლის ფრიდონ კუტალაძისა და დეპუტატ გია ბარათაშვილისგან სოფლის პრობლემები მოისმინა და მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

“იმისათვის, რომ სოფელი უფრო კეთილმოწყობილი გახდეს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აღვადგენთ 9 აპრილის მემორიალს, ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბეტონის მოწყობა იგეგმება. ასევე დავათვალიერეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის მოწესრიგებაც, განსაკუთრებით კი შიდა საუბნო გზები, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ძევრში, კერძოდ სეფარეთში, მნიშვნელოვანი პრობლემა გაზიფიცირების საკითხია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს ერთადერთი სოფელია, სადაც პრობლემურია სოფლამდე გაზის მიყვანა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო, რაც წინგადადგმული ნაბიჯია გაზიფიცირების პრობლემის მოსაგვარებლად. მუნიციპალიტეტის არც ერთი სოფელი არ უნდა იყოს გზის, წყალისა და ბუნებრივი აირის გარეშე”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

Comments
Loading...