თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვეტერანებს საჩუქრები გადასცა რეგიონები დამატების თარიღი 9 მაისი, 2020 6 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და გმირობისათვის მადლობა გადაუხადეს. მეორე მსოფლიო ომში თერჯოლიდან 3 533 ადამიანი გაიწვიეს, 2325 დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ხოლო შინ დაბრუნებული 1 208 მებრძოლიდან დღეს თერჯოლაში ოთხი ვეტერანი ცხოვრობს: დიმიტრი აბესაძე (ქ. თერჯოლა), ნიკოლოზ ხუჯაძე (გოდოგანი), შალვა ელიავა (ჭოგნარი) და ნიკოლოზ გვენეტაძე (ზედა სიმონეთი). ყველა მათგანს პირად ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. თერჯოლა