- Advertisement -

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

” სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს თერჯოლის მუნიციპალიტეტში კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს “საგო” შეასრულებს-საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N390 განკარგულების მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.
ლაშა გოგიაშვილმა ქვედა სიმონეთში, კერძოდ ბუიღლიშვილები-დათუაძეების უბანში მიმდინარე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
2020 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში თერჯოლის მუნიციპლიტეტში 108 პროექტის განხორციელებისათვის 690 000 ლარია განსაზღვრული. ქვედა სიმონეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 6 პროექტისათვის 20 000 ლარი დაიხარჯება.

Comments
Loading...