- Advertisement -

თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სამუშაოებს ყოველდღიურ მონიტორინგს უწევენ შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის მიზნით.

“ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე ღობეების, მერიის მიმდებარე ტერიტორიისა და რუსთაველის ქ №114 – თან არსებული სკვერის რეაბილიტაცია. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება სპორტსასახლესთან არსებული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის განახლება. მალე სამუშაოები 9 აპრილისა და დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერებში დაიწყება. ჩვენი ქალაქის იერ-სახე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება,“ – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.
ქალაქ თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს-4 სკვერის რეაბილიტაციას შეასრულებს შპს “ჯორჯიან სტოუნი” , რაზეც რგფ-დან 848 800 ლარი დაიხარჯება.

Comments
Loading...