- Advertisement -

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან გელა მამარდაშვილთან ერთად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

სოფელ ორბელში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ჩერალისა და სვანიძეების უბანში./თანხა- 618 586ლარი.შემსრულებელი შ.პ.ს ,,მეკა”/. სპათაგორში სოფლის ცენტრის და სკოლის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია./ თანხით 372 439.63ლარი.შემსრულებელი შ.პ.ს ,,ელიტ ბილდერს გრუპი”/. მიმდინარეობს უსახელოს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები/ თანხით 159 ათასი ლარი.შემსრულებელი შ.პ.ს ,,ევრო ტექნიქსი”/. სამივე სოფლის გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბეტონის საფარი. სამუშაოების შემსრულებლებთან აქცენტი გაკეთდა ხარისხზე და ვადების დაცვაზე.

Comments
Loading...