- Advertisement -

ცაგერში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

ცაგერის მუნიციპალიტეტში 9 მაისი, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო,მოკრძალებულად აღინიშნა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა ყვავილები მიიტანეს ,,შინმოუსვლელთა მემორიალთან”,პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას,რომლებიც შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს,სრულიად ახალგაზრდები,რომლებიც ,,ჭაბუკები დარჩნენ მარად”.

სამწუხაროდ,ლეჩხუმში ვეტერანებიდან მხოლოდ ბატონი ვენედიქტე კაბოსნიძე დაგვრჩა ამ დღის გმირი,სოფელ საირმეში.
მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ოჯახში ეწვივნენ მას,გამარჯვების დღე მიულოცეს და სასურსათო პაკეტი მიართვეს.
ასევე,მუნიციპალიტეტის მერიამ ბატონ ვენედიქტეს საჩუქრად თანხაც გადაურიცხა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს.
ვულოცავთ ყველას,ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია-9 მაისს!

Comments
Loading...