- Advertisement -

წელს ხობში შვიდი საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება და ერთი აშენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წელს მუნიციპალიტეტში ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება და შვიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოებს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოები ახალ სასწავლო წლამდე დასრულდება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში წარიმართება.

Comments
Loading...