USAID/Zrda-ს მხარდაჭერით სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ორი ახალი სივრცე მოეწყო გორიგორის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 1 აპრილი, 2021 22 სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა USAID საქართველოს მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს და ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა. მუზეუმი, სადაც USAID/Zrda-ს ფინანსური მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად დაათვალიერეს. მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა მუზეუმის უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე. გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, USAID/Zrda-ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც. მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდა პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიპოვა. „ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.“ – გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. გორი