VTB ბანკის 6 და 7 იანვარს ბავშვებს საშობაო საჩუქარებს უმზადებს სიახლეები დამატების თარიღი 5 იანვარი, 2018 335 6 და 7 იანვარს, ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალის მიმდებარედ განლაგებულ შევჩენკოს სახელობის სკვერში (მის: ი.ჭავჭავაძეს გამზ. #2), გაიმართება საშობაო ღონისძიებები ბავშვებისთვის. 2 დღის განმავლობაში 13:00 -დან 17:00 -მდე ყველასთვის უფასოდ გაიმართება ილუზიონისტის წარმოდგენა, ზღაპრული გმირების მასკარადი, სახის მოხატვა, მუსიკალური გართობა. ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდება სანტა კლაუსი.