- Advertisement -

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება

XI საუკუნის ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სიძველის მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მუზეუმი, ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, XVI საუკუნის დროიდენდილი საეპისკოპოსო სასახლის ადგილას განთავსდება.

ამ მიზნით, ყოფილი სასახლის კედელებისა და ქონგურების ფრაგმენტების აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. იგეგმება ასევე შენობის კრამიტით გადახურვა და შიდა სამუშაოები.

სიძველის მუზეუმში 2005 წლიდან დღემდე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფექტები განთავსდება, ამავე სივრცეში დაგეგმილია ხატების სარესტავრაციო კაბინეტის მოწყობა. მიმდინარეობს ტაძრის მიმდებარედ გარე პერიმეტრის მოწყობაც. სამუშაოებს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს, რისთვისაც 298 ათასი ლარია გამოყოფილი. გეგმის თანახმად სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

Comments
Loading...