- Advertisement -

ზესტაფონში, სოფელ როდინაულის რძის გადამამუშავებელი საწარმო პროდუქციის წარმოებას აგრძელებს!

პროდუქცია, რომელიც ქართულ ბაზარზე “ზესტაფონურის” სახელწოდებით გამოჩნდა, 2016 წლის შემდეგ აწარმოებს რძის პროდუქტებს და ერთ – ერთია მათ შორის, რომელსაც პანდემიის პირობებში არ შეუწყვეტია ფუნქციონირება და არსებული რეგულაციების სრული დაცვით აგრძელებს მუშაობას. მის ძირითად საქმიანობას, რძის ქარხნული ტექნოლოგიებით გადამუშავება, იმერული ყველის, მაწონის, ნადუღის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება წარმოადგენს.

როდინაულის რძის საწარმოში, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე მივიდნენ და დაათვალიერეს, რა პირობებში მუშაობს რძის საწარმო გარკვეული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით.

“როდინაულის რძის საწარმო უკვე მეოთხე წელია ქართულ ბაზარზეა საკუთარი, მაღალი ხარისხის პროდუქციით. გარდა იმისა, რომ საწარმო მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებს აწარმოებს, აგრეთვე დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

Comments
Loading...