- Advertisement -

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამები და საპირფარეშოს კარი დააზიანეს

ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ადასტურებს და ამბობს რომ დაფიქსირდა მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტებიც.

„ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კვლავ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას.

ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე.
ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი. განსაკუთრებით დილის და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან/და დაზიანების ფაქტები.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას“, – აცხადებენ ბაღის ადმინისტრაციაში.

Comments
Loading...