GE EN
გურჯაანი სიღნაღი დედოფლისწყარო ლაგოდეხი ყვარელი თელავი ახმეტა საგარეჯო ხარაგაული თერჯოლა საჩხერე ზესტაფონი ბაღდათი ვანი სამტრედია ხონი ჭიათურა ტყიბული წყალტუბო ქუთაისი თიანეთი მცხეთა დუშეთი ყაზბეგი ოზურგეთი ლანჩხუთი ჩოხატაური ბათუმი ქედა ქობულეთი შუახევი ხელვაჩაური ხულო კასპი გორი ქარელი ხაშური რუსთავი გარდაბანი მარნეული ბოლნისი დმანისი წალკა თეთრიწყარო მესტია აბაშა სენაკი მარტვილი ხობი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ ფოთი ახალციხე ბორჯომი ადიგენი ასპინძა ახალქალაქი ნინოწმინდა ამბროლაური ონი ცაგერი ლენტეხი სოხუმი გაგრა ბიჭვინთა გალი ოჩამჩირე რეგიონები

დღის სიახლეები

ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოს შემდეგ უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს კვარიათის სანაპიროზე ახორციელებს

როგორც უწყებაში აცხადებენ, იგეგმება კაფე-ბარების, ბუნგალოებისა და სავაჭრო ჯიხურების- ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი.

1677054642

ოზურგეთი

სხვა სიახლეები

სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით,  კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ  ქორწინება  „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა

„1995 წლის კონსტიტუციის მუხლი ამბობდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და  ნებაყოფლობას. ეს ნიშნავდა, რომ ქორწინება არ შეიძლება იძულებით იყოს და ქალი და მამაკაცი თანასწორია. მეტი საჭიროება არ არსებობდა, ქალის და მამაკაცის ხსენებაც არ არსებობდა, რადგან სხვა რა შეიძლება იყოს ქორწინება, თუ არა ქალისა და მამაკაცის ერთობა.  გავიდა დრო და 2017 წელს, იძულებული გავხდით ჩაგვეწერა, რომ ქორწინება არის  ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, რომ ვინმეს არ მოსვლოდა აზრად, სხვა ტიპის ურთიერთობა მოეგვარებინა კანონით“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მესტიაში.

1714212440

დღეს "ბათუმობა 2024" აღინიშნება

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს უმასპინძლა.

1714211982

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმობას ვულოცავ თითოეულ ბათუმელს და ყველას, ვისაც უყვარს ბათუმი

დღეს ბათუმობაა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში მისალოც ტექსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბათუმს არაერთი გამარჯვება და აღიარება ჯერ კიდევ წინ აქვს.

1714209780

ოთარ შამუგია იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა, სადაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი ხორციელდება.

1714204002