გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს - ნარინე მატოსიანს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.