GE EN
გურჯაანი სიღნაღი დედოფლისწყარო ლაგოდეხი ყვარელი თელავი ახმეტა საგარეჯო ხარაგაული თერჯოლა საჩხერე ზესტაფონი ბაღდათი ვანი სამტრედია ხონი ჭიათურა ტყიბული წყალტუბო ქუთაისი თიანეთი მცხეთა დუშეთი ყაზბეგი ოზურგეთი ლანჩხუთი ჩოხატაური ბათუმი ქედა ქობულეთი შუახევი ხელვაჩაური ხულო კასპი გორი ქარელი ხაშური რუსთავი გარდაბანი მარნეული ბოლნისი დმანისი წალკა თეთრიწყარო მესტია აბაშა სენაკი მარტვილი ხობი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ ფოთი ახალციხე ბორჯომი ადიგენი ასპინძა ახალქალაქი ნინოწმინდა ამბროლაური ონი ცაგერი ლენტეხი სოხუმი გაგრა ბიჭვინთა გალი ოჩამჩირე რეგიონები

რეგიონები

სოფელ გეგუთში, სადაც თამარის ციხის ნანგრევებია, ტრადიციული ღონისძიება - "თამარობა 2026" ჩატარდა

14 მაისი ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, სადაც თამარის ციხის ნანგრევებია, ტრადიციული ღონისძიება - „თამარობა 2026“ ჩატარდა.

1778771374

თბილისის საკრებულოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით თბილისის საკრებულოს,  სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა, მოაწერეს.

1778771151

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფება

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე  კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ჩიქვინიძე - ბელგრადში მხარეთა დაახლოების, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

1778771016

საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს - ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის

საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის სოციალური და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კულტურული მენეჯმენტისა და პროდაქშენის კომპანია Emolas Corporation-თან გრძელვადიან პარტნიორობას იწყებს.

1778766302

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

რუსთავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.  ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რუსთავის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

1778765076

ბათუმის მერიის ორგანიზებით წლის სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

ბათუმის მერიის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

1778762351

პროკურატურამ მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

1778762202

საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის გენერალური სპონსორი გახდა - სივრცის, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლის შეასრულა ქართული ჭადრაკის განვითარებაში.

1778761028

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კიდევ სამმა ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025 აკრედიტაცია მოიპოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამმა ლაბორატორიამ - მიკრონაწილაკების, ნიადაგის და ნავთობპროდუქტების ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, კახეთის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ, საერთაშორისო სტანდარტის - ISO 17025-ის შესაბამისობის აკრედიტაცია მიიღო. 

1778760288

გორში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1778758685

ნინო წილოსანი: კარგად ვხედავთ, საით მიექანება ეს კავშირი - ევროკავშირის რიგი ინსტიტუციები უფრო და უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირს

„გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს, დამოუკიდებელი მედიასაშუალება გააჩუმოს და ერთი წლით აუკრძალოს ევროპარლამენტის კედლების შიგნით საქმიანობა სამ ქართულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, თავისუფალი სიტყვა გააჩუმონ. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა  ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ტელეკომპანია „იმედისთვის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ერთი წლით აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშორებით განაცხადა. 

1778758157

ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვს შეხვდა. 

1778757642

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. სწორედ ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას IT მიმართულებით . ამჯერად, თიბისი IT აკადემია მსურველებს მთელი საქართველოდან სთავაზობს 2 უფასო კურსს: GetData და Quality Engineering & TestAutomation.

1778756862

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს

თბილისში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეგიონულ შეხვედრაში 22 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

1778756653

სემეკმა "თელასი" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა სანქციის სახით დაკისრებული 75 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

1778756515

ზაზა შათირიშვილი: "დიფ სთეითის" გეგმის თანახმად, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია, თუ კაცი

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა. - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

1778756257

"კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა.

1778756007

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა. 1 ადამიანი მძიმედ დაშავდს

1778754332

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, ავტოფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ამჯერად, ახალი სკვერი გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან  მოეწყო, სადაც, მოსახლეობის ჩართულობით, 12 ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.

1778752092

ზაზა შათირიშვილი: ევროპაში აღარ არსებობს თავისუფალი მედია, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტოტალურად კონტროლდება "დიფ სთეითის" მიერ

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რეალური მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტური საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს“, „პოსტ ტვ“-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, - ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

1778750861

გივი მიქანაძე ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  ქედის  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

1778750439

აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი  მოქალაქე დააკავეს.

1778748183

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 6 პირი დააკავეს.

1778747868

სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. სასწავლო დაწესებულებაში დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ქვარა ჩართოლანმა დაათვალიერა.

1778747531