ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლაში,  წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა. 

მეორე საჯარო სკოლას 8 ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
წარმატებულ ახალგაზრდებს ოქროს მედლები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ კიკნაველიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ,  სკოლის დირექტორმა ლალი აბჟანდაძემ და პედაგოგებმა გადასცეს.


მერმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა, ხოლო პედაგოგებს და

მშობლებს  გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბაღდათის მეორე საჯარო სკოლას ვულოცავ კიდევ ერთ წარმატებას, საამაყო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლას

8 ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია. ვისურვებდი სამომავლოდ წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომლებიც ცოდნის უმაღლეს  საფეხურებს დაიპყრობენ, თავიანთი  გამოცდილება და განათლება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმარონ.“
ბაღდათის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით  24 წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.  აქედან 20 ოქროს მედალოსანია, ხოლო 4 ვერცხლის.