ტრაგედია მოხდა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქულბაქის დამაკავშირებელ გზაზე, ძლიერი თოვის შედეგად ჩამოშლილ მთის მასაში, ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერში მცხოვრები- გელა ლიპარტელიანი მოჰყვა, რომელიც სოფელ ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში უცხო ენის პედაგოგად მუშაობდა.,
"ერთი კვირის წინ გადავიღე ეს ვიდეო,როცა პირველი თოვლი მოვიდა,ვერანაირი ცუდი ამინდი ვერ აჩერებდა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გელას, რას ვიფიქრებდი რამდენიმე დღეში, თუ მის მოსაგანად მექნებოდა ეს ვიდეო.
თითქოს ჩვეულებრივი 21 თებერვალი გათენდა, მე და სანდრინო ჩვეულებისამებრ გავუდექით სკოლის გზას, სკოლის ჭიშკართან მამაკაცებს მოეყარათ თავი და ბჭობდნენ, სკოლაში მასწავლებლების და ბავშვების ცრემლიანი თვალები, რა ხდება? ვიკითხე, გელა დაიკარგა, ვინ გელა? ჩვენი ინგლისურის მასწავლებელი, მეორე სკოლაში მიდიოდა გაკვეთილების ჩასატარებლად და მგონი ზვავმა მოიყოლაო, არ დავიჯერე, სადმე იქნებათქო,ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, ვიდრე უზარმაზარ ლოდებში მოყოლილი არ დავინახეთ მისი მანქანა.
ეს არაჩვეულებრივი ადამიანი "სიკეთის ელჩი" დედამიწაზე რამდენიმე, მგონი 15 წლის წინ წამოვიდა თბილისიდან და ლეჩხუმზე და თავის საქმეზე შეყვარებული დაქროდა რამდენიმე სკოლაში, მუდამ მზად იყო სხვების დასახმარებლად, ჩვენ ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ გავიგებდით, გელა აქ იყო იმას დაეხმარა, ამას თაფლი მიუტანა საჩუქრად, ვიღაცას პური, ტკბილეული და რა ვიცი კიდე რამდენი ვინმე დააპურა და გამოკვება. ძალიან გვატკინე გული გელა!" - ასე იხსენებს მოსწავლე სოფო უგრეხელიძე მასწავლებელს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ აქ, სამი სოფლის სკოლის მასწავლებელი, მიუსაფარი ძაღლების გამომკვებავი და ყველას იმედი - როგორ იხსენებენ ტრაგიკულად დაღუპულ გელა ლიპარტელიანს