ახალგაზრდობის სკვერში მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო, ოლიმპიურ თემატიკაზე შექმნილი პერფორმანსი "მოგზაურობა ოლიმპიეთში", ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბაგა -ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებმა, საბავშვო ოლიმპიური სოფელი წარმოადგინეს. 


მინი ტურნირები გაიმართა მძლეოსნურ გარბენში, ქართულ ჭიდაობაში, ტანვარჯიშში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფეხბურთსა და კალათბურთში. ასევე მოეწყო სკოლის მოსწავლეების მიერ ოლიმპიურ თემატიკაზე შესრულებული ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა კი თავიანთი ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები წარმოადგინეს.

დღესვე იმერეთის რეგიონის წარმატებული და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს , ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს დავით გორდელაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, მერიის და ააიპიების წარმომადგენლები დაესწრნენ.   

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტს როგორც, ვეტერანი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, ასევე მოქმედი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობდნენ.
 
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, ააიპიების, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.