„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია. - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს. 

"საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ოცნებას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია რუსული კანონის ავტორ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.

ამ გადაწყვეტილებებით, საბოლოოდ გაშიშვლდება „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზედაც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება. თქვენი ეს ერთობლივი მოქმედება კარგად აჩვენებს როგორ გაწყობთ ერთმანეთი ამ ორ რადიკალურ ძალას და როგორ ხართ მზად ერთმანეთს გაურიგდეთ მომავალ პარლამენტშიც, რაზედაც უკვე დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არც ერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ეს არის ერთადერთი გარანტია,რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილებთ მათ სამომავლო კოალიციას." - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ასევე, მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა:  ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება