ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, „აწარმოე საქართველოში“ და „სოფლის განვითარების სააგენტოს “წარმომადგენლები.
ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი“ უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება დაწარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ დაპოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით,რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება დააგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ ბანკის წარმომადგენლებთან.
სამეგრელოს რეგიონში გამართული ბიზნეს დიალოგის მონაწილეები გაეცნენ ლიბერთიბანკის შესაძლებლობებს და ასევე მომავალში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც პარტნიორებთან ერთად განხორციელდება.
„ლიბერთი აგრძელებს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. 'ბიზნესდიალოგის' ფორმატი წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას, რომელიც ლიბერთის საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რეგიონში მოქმედ მეწარმეებს, ღრმად გაეცნოს მათ საჭიროებებს და რეალური მხარდაჭერა გაუწიოს მათ განვითარებაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევების მიხედვით ინოვაციური პროგრამების განვითარება. მსგავსი ტიპის რეგიონალური შეხვედრები ხელს უწყობსიდეების გაცვლას, ახალი საბანკო პროდუქტების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.
ლიბერთისთვის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება წარმოადგენს ბანკის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას. ვიმედოვნებ, რომ ესდიალოგი გადაიზრდება გრძელვადიან, შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორობაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე,“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
,,სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც დიალოგის ფორმატში შეგვიძლია მივაწოდოთ მცირე და საშუალო ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებზე. ამიტომ, სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას მსგავსს ღონისძიებებში, რაც გვაძლევს ინფორმაციის გავრცელებისა და მეწარმეების რეალური საჭიროებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკი არამხოლოდ ჩვენი უკვე არსებული პროგრამების – სესხის პროცენტის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო სქემის ერთ-ერთი განმახორციელებელია, არამედ იგი ასევე არის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ჩვენი ახალი ინიციატივის -მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებითაც” - ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
,,ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. საქართველოს რეგიონებში ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრები, კარგი პლატფორმაა დიალოგისთვის აგრობიზნესში სახელმწიფო ხელშეწყობაზე, იქნება ესფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის განვითარებაში -თორნიკე კაპანაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი.