15-24 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

გიორგი წულაიამ 10 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა. მან 7 ქულით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის (ჩეხეთი) საგზური მოიპოვა.