ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

"მოქალაქეების საყურადღებოდ!

• ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელი დატოვონ ან ეგვიპტით ან იორდანიით:- იორდანიის შემთხვევაში- მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს The Yitzhak Rabin Crossing : 08:00-20:00 ან The Jordan River crossing: 09:00-16:00 სასაზღვრო გამშვები პუნქტებით. - სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებელი https://www.egged.co.il/homepage.aspx- ისრაელის დატოვების დროს, მოქალაქე იხდის 122 შეკელს, ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელია- იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომელიც იორდანიის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ, დაახლოებით 70 აშშ დოლარი- საზღვრიდან ამანამდე, გადის ტაქსი/ავტობუსი/სამარშრუტო ტაქსი- The Jordan River crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით 2 საათის გზა/ The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანამდე არის დაახლოებით 4 საათის გზა/ .- ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში https://www.jordanaviation.jo/shallowlink.aspx?ad=1&in=0…და/ან მესამე ქვეყნის გამოყენებით- გაფრთხილება: იორდანიის ცა დაბომბვის დროს იხურება- დისკომფორტი - დიდი რიგი ეგვიპტის შემთხვევაში- მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Taba border crossing: 24/7 სასაზღვრო გამშვები პუნქტით.

მდებარეობს ეილათთან- სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებელი https://www.egged.co.il/homepage.aspx- ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომელიც ეგვვიპტის საზღვარზე შეუძლიათ აიღონ/ ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი და ნებართვა 21 დოლარი- საზღვრიდან შარმელშეიხამდე, გადის ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი - გზა დაახლოებით 2.30 სთ- შარმელშეიხიდან შესაძლებელია თვითმფრინავით წასვლა საქართველოში/არის პირდაპირი რეისები- დისკომფორტი - დიდი რიგი და ბევრი კითხვა ისრაელის მესაზღვრეებისგან და უსაფრთხოების ოფიცრებისგან" - ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.