ხაშურში, დადიანის ქუჩის მოასფალტება დასრულდა.
დადიანის ქუჩაზე უკვე განხორციელდა წყლის და წყალარინების რეაბილიტაციის პროექტი, ამიტომ მუნიციპალიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალება მიეცა. ტენდენცია გაგრძელდება და ხაშურის იმ ქუჩებზე, სადაც წყლის პროექტი განხორციელდება, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარი.
დადიანის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 374 776 ლარს შეადგენს.