ჭადრების ბაღში, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და  მედიის წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ  ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"  კანონპროექტი გააპროტესტეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაუშვებელია აღნიშნული კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგინოს ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, ახალგაზრდა დაკარგავს განათლების უფლებას, კარგ ჯანდაცვას,  კარგ სასამართლოს და ქვეყანას ისევ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას - კი ევროპას, არა რუსულ კანონს", - განაცხადა ოთო მღებრიშვილმა. 

აქცია სამოქალაქო მოძრაობა ‘’თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.