ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.

სახალხო შეჯიბრი, რომელიც ყოველ აღდგომას იმართება და რომელშიც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთის მაცხოვრებლები ეჯიბრებიან, ამჯერად ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.