“რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები? ე.წ ხელისუფლება მტერთან აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებს. გვეყოს “წუწუნი”! დრო აღარ ითმენს – 4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე, მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
"რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით რომ “გრუ” სხვა "მესიჯს" მიწერს მის წარმომადგენელს?! - პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად.
რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
გვეყოს "წუწუნი" !!! საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! - დრო აღარ
ითმენს!
4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!!!.” - წერს ლევან ხაბეიშვილი