თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მიქაუტაძის ადვოკატმა აღკვეთ ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხვოდა, თუმცა მოსამართლე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 აგვისტოს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 21 ივნისს დააკავა