სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერთან, მამუკა წოწერიასთან ერთად, ქალაქის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა: ბენდელიანის, ანთელავას, ქირიას, კეკელიძის, ყაზბეგის და ეგრისის ქუჩებში. ჯამში ზუგდიდში, ქალაქის მასშტაბით 67 ქუჩის ასფალტირება განხორციელდა, რისთვისაც 15 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ვერავას განცხადებით:

„მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები მაქსიმალურად ხარისხიანად განხორციელდეს, რისთვისაც შესაბამისი სამსახურები კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებენ, ასევე მნიშვნელოვანია, პროექტების განხორციელება შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა სარგებელი დროულად და შეფერხების გარეშე მიიღონ“.