პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

მეგობრებო, ხვალ, 24 აპრილს რუსთავის საკრებულოში ჩანიშნულ სხდომაზე „ოცნება" და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ერთად აპირებენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრის ნოდარ შეროზიას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას!

10:00 რუსთავის საკრებულოში შეიკრიბებიან პარტიის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, ახალგაზრდული ორგანიზაცია, ქალთა ორგანიზაცია და პარტიის სხვა წევრები მხარდამჭერებთან ერთად." - წერს  პარტია "საქართველოსთვის" "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, რუსთავში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

 მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა:  ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება

 პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი

ასევე, დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში, "ნაცმოძრაობის ფრაქცია" არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებულ დოღში - მიკვირს, ბექა ლილუაშვილი რატომ ატყუებს ხალხს?